წესები და პირობები

წესები და პირობები

წინამდებარე დოკუმენტი არის AIRCHIE.GE-ის ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები.

წინამდებარე დოკუმენტი არის ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება მომხმარებელსა და AIRCHIE.GE- შორის.

AIRCHIE.GE წინამდებარე სარგებლობის წესებსა და პირობებში, კონფიდენციალურობის პოლიტიკაში და ყველა სხვა სახელმძღვანელოსა და ინსტრუქციაში შემდგომში მოხსენიებული იქნება როგორც AIRCHIE.GE.

AIRCHIE.GE-ის ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან და AIRCHIE.GE-ის სხვა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და განხილულ უნდა იქნეს როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.

ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნებისა და გაცვლის წესებს, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება AIRCHIE.GE-ის სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსს, შეუძლია არ გამოიყენოს ვებგვერდი, თუმცა, ამასთან AIRCHIE.GE მომხმარებელს მიმართავს თხოვნით, შენიშვნები მიაწოდოს ელექტრონულ ფოსტაზე.

დამატებითი კითხვების, პრეტენზიის, თხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია AIRCHIE.GE- დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. AIRCHIE.GE-ის გუნდი მზად არის მომხმარებელს კითხვებზე გასცეს დეტალური პასუხი.

ტერმინთა განმარტება

წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:

  • • AIRCHIE.GE (შემდგომში ჩვენ, ჩვენი, ვებ-გვერდი) - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული AIRCHIE.GE,.
  • • მომხმარებელი - იურიდიული ან 18 წელს მიღწეული (ქმედუნარიანი) ფიზიკური პირი, რომელსაც სურს შეიძინოს AIRCHIE.GE-ზე განთავსებული პროდუქცია.
  • • მომხმარებლის თანხმობა - წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება.
  • • მესამე პირი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება.
  • • პირდაპირი მარკეტინგი - ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ნებისმიერი სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლის, მომსახურების შეთავაზება.
  • • რეგისტრაცია - პირადი ანგარიშის შექმნა.
  • • ანგარიში - მომხმარებლის მიერ AIRCHIE.GE-ზე რეგისტრირებული პირადი გვერდი.

ვებგვერდზე ანგარიშის გახსნით მომხმარებელს ეძლევა საშუალება, შეიძინოს AIRCHIE.GE-ზე განთავსებული პროდუქცია.

მომხმარებლის მიერ გაკეთებული თითოეული შეკვეთა წარმოადგენს ცალკეულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მხარეები არიან ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი და AIRCHIE.GE. შეკვეთის გაფორმებისას გენერირდება ნასყიდობის საგანი, მისი ღირებულება და მიწოდების ადგილი.

რეგისტრაცია

AIRCHIE.GE-ზე პროდუქციის შესაძენად საჭიროა ვებგვერდზე რეგისტრაცია, რისთვისაც აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება შემდეგი მონაცემების მითითებით:

  • სახელი
  • მისამართი
  • ელექტრონული ფოსტა
  • სისტემაში შესასვლელი პაროლი

მომხმარებელს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე შეუძლია პროდუქტის შეძენის პროცესში და ასევე შეძენამდეც.

შეძენამდე რეგისტრაცია/ავტორიზაცია ხდება მას მერე რაც მომხმარებელი ვებგვერდის მთავარი მენიუდან აირჩევს სისტემაში შესვლას.

სისტემაში შესვლა/ავტორიზაცია შესაძლებელია

კატეგორიები