დაბრუნების პოლიტიკა

AIRCHIE.GE-ისთვის მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლის კმაყოფილება. შესაბამისად, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ შემოთავაზებული პროდუქცია იყოს მაღალი ხარისხის და დააკმაყოფილოს თქვენი სურვილები. იმ შემთხვევებისთვის, თუ მოწოდებული პროდუქცია დაზიანებულია ან არ შეესაბამება ვებ გვერდზე მითითებულ მონაცემებს, ჩვენ გთავაზობთ პროდუქტის გამოცვლას ან თანხის დაბრუნებას ქვემოთ მოცემული პირობების შესაბამისად.

დაბრუნების პირობები წარმოადგენს ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებზე დათანხმებისას თქვენ ეთანხმებით წინამდებარე დაბრუნების პირობებსაც.

რა შემთხვევაში შემიძლია პროდუქტის დაბრუნება?

AIRCHIE.GE პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას უკან დააბრუნოთ შეძენილი პროდუქტი, თუ:

  • A. უბრალოდ გადაიფიქრეთ შეძენა. არ ვრცელდება შემდეგ პროდუქტებზე:
    • პირადი ჰიგიენის ნივთები და აქსესუარები.
    • საბავშო სათამაშოები, ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული ნივთები.
    • ცხოველების მოვლის პროდუქტები: საკვები; ვიტამინები და მინერალები; ჰიგიენის საშუალებები, იქნება ეს შამპუნი, ქვიშა თუ სხვა; ასევე, ცხოველის სათამაშოები.
  • B. AIRCHIE.GE - მა არ შეასრულა დანაპირები:
    • პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
    • პროდუქტი დაზიანებულია;
    • დარღვეულია პროდუქტის შენახვის პირობები (კატეგორიებისთვის: სილამაზე & მოვლა, მშობელი & ბავშვი, ცხოველების მოვლა)
    • მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა AIRCHIE.GE-ის მხრიდან;
  • C. პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი.

რამდენ დღეში შემიძლია ნივთის დაბრუნება?

  • თანხის დაბრუნების სურვილის შესახებ საჭიროა პროდუქციის მიღებიდან 5 დღის განმავლობაში დააფიქსიროთ მოთხოვნა.

როგორ უნდა დავაფიქსირო მოთხოვნა პროდუქტის დაბრუნება/გადაცვლაზე?

  • შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩატში ან/და დაგვიკავშირდეთ ქოლ ცენტრის საშუალებით ნომერზე 579 91 66 38 და განაცხადოთ განაცხადოთ მოთხოვნა.

რა პროცედურა უნდა დავიცვა თანხის ანაზღაურებისთვის?

  • • თუ უბრალოდ გადაიფიქრეთ - თუ თქვენ გადაიფიქრეთ პროდუქტის შეძენა და ამ მიზეზით გსურთ დაბრუნება საჭიროა პროდუქტი იყოს გამოუყენებელი, ორიგინალ შეფუთვაში. (ორიგინალი შეფუთვა გულისხმობს გაუხსნელ შეფუთვას, ყუთს, პარკს.) დაბრუნების ხარჯს ანაზღაურებს ველი.
  • • თუ მოწოდებული პროდუქტი არ შეესაბამება ველის დანაპირებს ან/და აქვს ქარხნული წუნი და ამის გამო გსურთ პროდუქტის დაბრუნება, საჭიროა პროდუქტს ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში. საგარანტიო ფურცელი, ტექნიკური პასპორტი, ნივთზე თანმხლები სხვა დოკუმენტები, ნივთის ყუთი, აქსესუარები და სხვა.)

ქარხნული წუნის 5 დღის შემდგომ აღმოჩენის შემთხვევაში, უნდა მიმართოთ პირდაპირ შესაბამის სერვის ცენტრს, რომელიც აღნიშნულია საგარანტიო დოკუმენტში.

რამდენ დღეში მოხდება პროდუქტის დაბრუნება?

  • თბილისის მასშტაბით ნივთის დაბრუნება მოხდება განაცხადის დაფიქსირებიდან მაქსიმუმ 24 საათში
  • დიდი და პატარა რეგიონების შემთხვევაში, ნივთის დაბრუნება მოხდება განაცხადის დაფიქსირებიდან 5 სამუშაო დღეში. მაღალმთიანი რეგიონის შემთხვევაში, 7 - 10 სამუშაო დღე

კატეგორიები